ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები (ნაწილი მესამე)

565

ვაგრძელებთ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე საუბარს, სიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე, ხოლო მეორე აქ, ეხლა კი გადავიდეთ თემის ბოლო მესამე ნაწილზე.

ვლადიმერ აფციაური

დაიბადა 1962 წლის 4 თებერვალს მანგლისში. რაპირით მოფარიკავე. სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1988), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1982), მეორე (1988) და სამგზის მესამე პრიზიორი (1982, 86, 90), ევროპის თასის მფლობელი გუნდურ ასპარეზობაში (1985), საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1984), უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1986), სსრკ ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1984). ქუვეითის ნაკრების (რაპირა) მთავარი მწვრთნელი (1998-2010). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

გელა კეტაშვილი

დაიბადა 1965 წლის 27 სექტემბერს თბილისში. ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა ქუთაისის `ტორპედოში~ (1981-83), თბილისის “დინამოში” (1984-90, 1994), ლანჩხუთის “გურიაში” (1991), თბილისის “თეთრ არწივში” (1993-94). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი. 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ჩემპიონი. სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 164 მატჩი (4 გოლი), საქართველოს უმაღლეს ლიგაში – 9. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

ვლადიმერ გოგოლაძე

დაიბადა 1966 წლის 18 აგვისტოს თბილისში. სპორტული ტანმოვარჯიშე. სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1988), ევროპის ჩემპიონატის ორგზის მესამე პრიზიორი (1985 – მრავალჭიდი და ორძელი), ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1984 – თავისუფალი ვარჯიში და ღერძი) და ვერცხლის პრიზიორი (1984 – მრავალჭიდი), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის (1986) ჩემპიონი (ღერძი), მეორე (მრავალჭიდი) და ორგზის მესამე (ტაიჭი, გუნდური ჩათვლა) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატის სამგზის მეორე (1985, 89) და ორგზის მესამე (1988) პრიზიორი. მსოფლიოში პირველმა შეასრულა სამმაგი მალაყი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

დავით ხახალეიშვილი

დაიბადა 1971 წლის 28 თებერვალს ქუთაისში. ძიუდოისტი (+95 კგ). XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის მეორე (1991, 93) და ორგზის მესამე (1993, 95) პრიზიორი ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993, +95 და აბსოლუტური, 1996, +95) და მესამე პრიზიორი (1990), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში (1996, 97), სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991) და სსრკ ჩემპიონი (1991) ძიუდოში, დსთ-ის ჩემპიონი (1992). XXVI ოლიმპიურ თამაშებში (1996, ატლანტა) აწონაზე  დაგვიანების გამო მოხსნეს შეჯიბრებიდან. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

კახი კახიაშვილი

დაიბადა 1969 წლის 13 ივლისს ცხინვალში. ძალოსანი (90, 94, 99 კგ). XXV, XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1995, 98, 99) და ორგზის მეორე პრიზიორი (1993, 94), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1992, 93, 95, 96), მეორე (1994) და მესამე (1998) ევროპის სუპერთასის მფლობელი (1993) და მსოფლიოს სუპერთასის გათამაშების ორგზის მეორე პრიზიორი (1992, 94). ორჭიდში დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი: 420 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996); ატაცში-ორი მსოფლიო რეკორდი: 185,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1994) და 188 კგ (94 კგ კატეგორიაში, 1999); აკვრაში – სამი: 227,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995), 228,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995) და 235 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996). სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 1994 წლიდან გამოდიოდა საბერძნეთის სახელით. 2005 წელს აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა.

ლერი ხაბელოვი

დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს თბილისში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (100 კგ). XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), XXIV ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1988, სეული), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელი (1991), მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებსა (1982) და ახალგაზრდებს (1983) შორის, სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986). 1993-96 წლებში გამოდიოდა რუსეთის სახელით. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

ზურაბ ზვიადაური

დაიბადა 1981 წლის 2 ივლისს ახმეტაში. ძიუდოისტი (90 კგ). პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში (2004, ათენი, XXVIII ოლიმპიადა), მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (2001, 03), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ (2002, 03) და მესამე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (2002), მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (2002), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2000), მსოფლიოს ჭაბუკთა თამაშების მეორე პრიზიორი (1998). ღირსების ორდენის კავალერი.

გიორგი ასანიძე

დაიბადა 1975 წლის 30 აგვისტოს საჩხერეში. ძალოსანი (77და 85 კგ). XXVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2004, ათენი), XXVII ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (2000, სიდნეი. საუკეთესო შედეგი სამმა ძალოსანმა აჩვენა. მათ შორის მედლები პირადი წონის მიხედვით განაწილდა, სამეულში კი ყველაზე მძიმე  ქართველი სპორტსმენი აღმოჩნდა). მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და მეორე პრიზიორი (2002), ევროპის სამგზის ჩემპიონი (2000, 01, 02) და მეორე პრიზიორი (1998). მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1995). ატაცში დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი: 168 კგ (77 კგ კატეგორიაში, 1998) და 181 კგ (85 კგ კატეგორიაში, 2000). ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებისა და ღირსების ორდენის კავალერი.

მანუჩარ კვირკველია

დაიბადა 1978 წლის 12 ოქტომბერს ოზურგეთში. ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (66, 74 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (2003) და ორგზის მესამე პრიზიორი (2002, 2006), ევროპის ჩემპიონი (2007), მეორე (2002) და მესამე (2006) პრიზიორი, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული, XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, ათენი – დისკვალიფიკაცია). ღირსების ორდენის და მედლის კავალერი.

ირაკლი ცირეკიძე

დაიბადა 1982 წლის 3 მაისს ახალსოფელში (ტყიბული). ძიუდოიოსტი (90 კგ). XXIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2008, პეკინი, მსოფლიოს ჩემპიონი (2007), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის (2007) და ბრინჯაოს (2008) პრიზიორი. ევროპისა და მსოფლიოს დუნდური ჩემპიონი, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. ღირსების ორდენის კავალერი.

რევაზ მინდორაშვილი

დაიბადა 1976 წლის 1 ივლისს კოლაგში (გურჯაანი). თავისუფალი სტილის მოჭიდავე (84 კგ). XXIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2008, პეკინი), მსოფლიოს ჩემპიონი (2005) და მეორე პრიზიორი (2006), ევროპის ჩემპიონი (2003), ორგზის მეორე (2004, 2008) და მესამე პრიზიორი (2002), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003). მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, XIII ადგილი). ღირსების ორდენის და მედლის კავალერი.

იმედი გვაქვს მასალა საინტერესო გამოვიდა და მკითხველმა აქამდე უცნობი ჩემპიონები გაიცნო, მადლობას ყველას ვინც ბოლომდე ჩვენთან ერთად დარჩა და თემას თვალს ადევნებდა, რუბრიკა კი ამით რაღათქმაუნდა არ წყდება!