დავით ქირია: რევანშზე ვმუშაობთ

1548

დავით ქირია 5 მაისს ესპანეთში, ტენერიფეში კიკბოქსინგის ორგანიზაცია  ENFUSION–ის ეგიდით გამართულ მსოფლიო ქამრისთვის ბრძოლაში 70კგ წონით კატეგორიაში ესპანელი ჯონი რისკოს წინააღმდეგ დამარცხდა.

Sporti.ge ქირიას ესაუბრა…

– პირველ რიგში, როგორ შეაფასებდი ბრძოლას?
– ეს ერთ–ერთი ძლიერი ორგანიზაციაა და რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი დონის შეხვედრა იყო. წინა შემთხვევაში რისკო ძალიან მარტივად დავამარცხე და ეს რევანში მისი მოთხოვნა იყო. ტაქტიკურად არც ახლა იყო რთული ბრძოლა და მივიჩნევთ, რომ 3 რაუნდი მოვიგე, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ესპანეთში ესპანელის წინააღმდეგ ვიბრძოდი, ხუთივე რაუნდი უნდა მომეგო.

– როგორ ფიქრობ, რა დააკელი მოსაგებად?
– ალბათ, ისევ და ისევ ხუთივე რაუნდის მოგება დამაკლდა. ზოგადად, არ მიყვარს დამარცხებაზე საუბარი. წაგება ისეთი რამაა, რაც მალევე ბარდება წარსულს. იმ წუთიდანვე იწყებ მომავალზე ფიქრს და ახალი მოტივაციით ივსები.

– სამომავლო გეგმები…
– 5 აგვისტოს ჩინეთში უნდა გავმართო ბრძოლა და ჩემი მენეჯერები რისკოსთან რევანშზე მუშაობენ. ვნახოთ, რა იქნება. მომზადებას დაახლოებით 20 ივნისიდან ჰოლანდიაში დავიწყებ.