,,ბარსელონა” ფრანგ მცველს იმატებს

345

ბარსელონა სევილიას ცენტრალური მცველის კლემენტ ლანგლეს ტრანსფერზე შეუთანხმდა. როგორც Mundo Deportivo იუწყება, კატალონიელები 22 წლის ფრანგ ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს გადაიხდიან.

წყაროს ცნობით, მცველი ბარსელონასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამასთან, კატალონიური კლუბი ხელშეკრულებაში პირსგასამტეხლოდ სოლიდურ თანხას მიუთითებს, რათა სხვა კლუბებს მისი გადაბირება ისევე არ გაუადვილდეთ, როგორც ეს ბარსას სხვა მცველის – სამუელ უმტიტის შემთხვევაში ხდება. ცნობილია, რომ უმტიტი კლუბთან ახალ კონტრაქტს არ აფორმებს, 60 მილიონად მისი ხელში ჩაგდების მსურველი კი ბევრია.

ლანგლე სევილიას ღირსებას 2017 წლის იანვრიდან იცავს, სადაც ნანსიდან გადავიდა. მაშინ ესპანურმა კლუბმა ფრანგში 5 მილიონი ევრო გადაიხადა.

ლანგლემ მიმდინარე სეზონში სევილიის მაისურით ლა ლიგის 34 მატჩში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა ერთი საგოლე პასი.

წყარო: popsport.com