ბასილაშვილი რომში ყოფილ N1-ს დაუპირისპირდება

392

იტალიის დედაქალაქში მიმდინარეობს რომის მასტერსი, რომლის საპრიზო ფონდი 4.9 მილიონი ევროა.

პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (74) 22 წლის იტალიელ ფილიპო ბალდის (370) შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა – 6:4, 4:6, 6:4.

ნიკამ მასსავით საკვალიფიკაციო ბადიდან გამოსული მეტოქის ფორო იტალიკოს კორტზე დამარცხებას 2 საათზე ოდნავ მეტს მოუნდა.

პირველ სეტში ბასილაშვილმა 3:3-ზე აართვა მეტოქეს მოწოდება და სეტიც ბოლომდე მიიყვანა. მეორეში კი თავიდანვე დათმო თავისი მოწოდება, რომელიც შემდეგში დაიბრუნა, მაგრამ 4:5-ზე ისევ წააგო საკუთარ მოწოდებაზე. ბოლო სეტში ბასილაშვილმა 2:2-ზე შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება და მერე საქმის ბოლომდე მიყვანა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მეორე წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი (18) იქნება. სერბი ტურნირზე მე-11 ნომრად არის განთესილი. ჯოკოვიჩმა წინა დღეს უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს ორ სეტში მოუგო.

ბასილაშვილისა და ჯოკოვიჩის დაპირისპირება დღეს გაიმართება.

 წყარო: popsport.com