ევროპალიგის ფინალის წინ

311

დღეს ლიონში ევროპალიგის 2017/18 წლების სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება – მადრიდის “ატლეტიკო” “მარსელს” დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე უეფას თასი ან ევროპალიგა ფრანგულ გუნდს არ მოუგია, “მარსელს” კი ამის ძალიან კარგი შანსი აქვს, თუმცა დიეგო სიმეონესა და კომპანიის დამარცხება ძალზე რთული იქნება.

“როხი ბლანკო” ამ ტურნირის ფინალში ორჯერ იყო და ორჯერვე მოიგო – 2010 და 2012 წლებში.

მარსელი–ატლეტიკო 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

მარსელი (4–2–3–1): მანდანდა – საკაი, რამი, ლუიზ გუსტავო, ამავი – ანგისა, სანსონი – ტავუნი, პაიე, ოკამპოსი – ჟერმეინი.

ატლეტიკო (4–4–2): ობლაკი – ვრსალკო, ხიმენესი, გოდინი, ლუკასი – კოკე, საულ ნიგესი, გაბი, კორეა – გრიზმანი, კოშტა.

არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)