იუვემ ჯიჯის შემცვლელი იპოვა?

287

როგორც ჩანს, ტურინის “იუვენტუსმა” ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელი უკვე იპოვა – იტალიური პრესის ინფორმაციით, საქმე “ჯენოას” გოლკიპერ მატია პერინის ეხება.

“გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, პერინი “იუვეში” გადასვლაზე თანახმაა და ახლა კლუბებს შორის მხოლოდ ფინანსური დეტალების შეთანხმებაღა დარჩა. “ბიანკონერის” 12 მილიონი ევროს გადახდა სურს, “ჯენოას” კი 20 მილიონის იმედი აქვს.

სერია A–ს მიმდინარე სეზონში პერინის ანგარიშზე 36 მატჩში 11–ჯერ მშრალად შენახული კარია.