კაშიას გამარჯვების გოლი!

418

არნემის “ვიტესი” ევროპალიგაზე გასასვლელ ფლეი–ოფის შეხვედრაში “უტრეხტს” დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გურამ კაშიამ გაიტანა.

არნემელთა ქართველმა კაპიტანმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო, 54–ე წუთზე კი ყვითელი ბარათიც მიიღო.

განმეორებითი დაპირისპირება უტრეხტში 19 მაისს გაიმართება.