კოლუმბიელთა 34 კაციანი სია

229

პეკერმანის სიაში 34 ფეხბურთელია და ამბობს, რომ უკლებლივ ყველას თანხლებით ჩავიდოდი რუსეთში, მაგრამ ფიფას წესები ამის საშვალებას არ მაძლევს.

კოლუმბიელთა კარს ,,არსენალის” კარის დარაჯი დავიდ ოსპინა იცავს, რომელმაც წინა მუნდიალზე ხუთივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქვე გეტყვით, რომ კოლუმბიელები 2014 წელს მსოფლიო პირველობას მეოთხედფინალში გამოეთიშნენ

დაცვაში ყველაზე საიმედო დავიდსონ სანჩესია, რომელმაც ,,ტოტენჰემში” ნამდვილად გაამართლა. ნახევარდაცვაშია ხამეს როდრიგესი, რომელსაც აშკარად მოუხდა გუნდის გამოცვლა და ის ,,ბაიერნში” საკმაოდ კარგად გამოიყურება. ასევე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია ,,იუვენტუსის” ფეხბურთი ხუან კუადრადოც

შედარებით პრობლემატურია თავდასხმის ხაზი, სადაც მიმდინარე სეზონში უკვე ოთხი ტრავმის გადატანა მოუხდა რადამელ ფალკაოს. არც თუ ისე შედეგიანები არიან კარლოს ბაკა და ლუის მურიელი შესაბამისად ,,ვილიარეალსა” და ,,სევილიაში”

მეკარეები: დავიდ ოსპინა (არსენალი), კამილო ვარგასი (დეპორტივო კალი), ივან არბოლედა (ბანფილდი), ჯოსე ფერნანდო კუადრადო (კალდასი).

მცველები: სანტიაგო არიასი (ეინდჰოვენი), ფრანკ ფაბრა (ბოკა ხუნიორსი), დავინსონ სანჩესი (ტოტენჰემი), კრისტიან საპატა (მილანი), იერი მინა (ბარსელონა), ხოან მოხიკა, ბერნარდო ესპინოსა (ორივე ხირონა), ოსკარ მურილიო (პაჩუკა), ფარიდ დიასი (ოლიმპია), სტეფან მედინა (მონტერეი), ვილიამ ტესილიო (ლეონი)

ნახევარმცველები: აბელ აგილარი (კალი), ვილმარ ბარიოსი (ბოკა ხუნიორსი), ხამეს როდრიგესი (ბაიერნი), კარლოს სანჩესი (ესპანიოლი), ჯეფერსონ ლერმა (ლევანტე), ჯოვანი მორენო (შანხაი), ხუან ფერნანდო კუინტერო (რივერ პლეიტი), ედვინ კარდონა (ბოკა ხუნიორსი), ხუან გილერმო კუადრადო (იუვენტუსი), გუსტავ კუელარი (ფლამენგო), სებასტიან პერესი (ბოკა ხუნიორსი), მატეუს ურიბე (ამერიკა).

თავდამსხმელები: რადამელ ფალკაო (მონაკო), კარლოს ბაკა (ვილიარეალი), დუვან საპატა (სამპდორია), მიგეკ ბორხა (პალმეირასი), ხოსე ისკიერდო (ბრაიტონი), ლუის მურიელი (სევილია), ტეოფილო გუტიერესი (ხუნიორი), იიმი ჩარა (ხუნიორი).