მესი: “თუ მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ, მაშინ მე…”

559

“ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლეო მესიმ მუნდიალის წინ საკუთარი ქვეყნის ნაკრების შანსებზე ისაუბრა.

“თუკი ნახევარფინალში გავედით და საუკეთესო ოთხეულში მოვხვდით ეს ნიშნავს, რომ კარგი ჩემპიონატი ჩავატარეთ. არგენტინა იმსახურებს იქ ყოფნას. მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება, ჩემი აზრით არგენტინა იქ იქნება” 

“თუ მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ, ნაკრებს არ დავტოვებ. 2016 წელს მიღებულ გადაწყვეტილება, გამოცხადების შემდგომ მალევე ვინანე. ეს არასწორი მესიჯი იყო ახალგაზრდობისთვის და მთელი ერისთვის” – ციტირებს მესის Goal.com.