ნეიმარი: “მხოლოდ ერთადერთი რამის მეშინოდა”

358

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა თავის დაზიანებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ვარჯიშის განახლების შემდეგ მხოლოდ ტრავმის რეციდივის და შესაძლო მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების ეშინოდა.

“დაზიანება საკმაოდ მძიმე იყო და მხოლოდ ერთი რამის მეშინოდა – არ მინდოდა, ტრავმა გამიზეზებულიყო და მსოფლიო ჩემპიონატი გამომეტოვა. თუმცა, საბედნიეროდ, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ვარჯიში განვაახლე.

ჩვენ მაშინ საფრნგეთის თასზე საფრანგეთში რანგით მეორე საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით. მწვრთნელს ვუთხარი, რომ მინდოდა ჩემპიონთა ლიგაზე, “რეალის” წინააღმდეგ მატჩისთვის დამესვენა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და დაზიანებაც მივიღე”, – ციტირებს ნეიმარს The Sun.