პრეზიდენტობა და მთავარი მწვრთნელობა ერთად! – მარადონას მორიგი ავანტიურა

357

დიეგო მარადონას საფეხბურთო ცხოვრებაში ახალი ეტაპია. ლეგენდარული არგენტინელი მოღვაწეობას ბელარუსის ჩემპიონატში გააგრძელებს და ბრესტის “დინამოს” პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის ფუნქციას ერთდროულად შეასრულებს.

მარადონამ ბრესტელებთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მას კლუბის განვითარება, ასევე ბავშვთა აკადემიის ხელმძღვანელობა დაევალა. სპეციალური პრეზენტაცია აბუ დაბიში მდებარე სასტუმრო Emirates Palace-ში გუშინ გაიმართა.

არადონა ბოლო წლებში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მუშაობდა და 2011-12 წლებში “ალ ვასლს”, ხოლო 2017-18 წლებში “ალ ფუჯარაჰს” ავარჯიშებდა.

რაც შეეხება ბრესტის “დინამოს”, ის 1960 წელს დაარსდა და ამჟამად ბელარუსის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. დინამოელებმა გასულ წელს ქვეყნის თასი მოიგეს, წელს კი სუპერ თასის შეხვედრაში “ბატეს” აჯობეს და კიდევ ერთ ტიტულს დაეუფლნენ.