რას უწოდებს ტუხელი ახალ სამუშაოს ?

142

“პარი სენ ჟერმენის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა პირობა დადო, რომ თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა გუნდმა ყველაზე მაღალ საერთაშორისო დონეს მიაღწიოს.

“დიდი სიხარულით, სიამაყით და ამბიციით ვუერთდები მსოფლიო დონის საფეხბურთო კლუბ “პარი სენ ჟერმენს“.

ამ საუცხოო მოთამაშეებთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. ჩემს შტაბთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდმა უმაღლეს საერთაშორის დონეს მიაღწიოს.

პსჟ-ს უდიდესი პოტენციალი აქვს და ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელიც ოდესმე მქონია. ასევე, მოუთმენლად ველოდები პირველი თამაშის ჩატარებას “პარკ დე პრენსზე“  – ლეგენდარულ ევროპულ საფეხბურთო სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფეროთი“ – იუწყება ტუხელის ნათქვამს პსჟ-ს ოფიციალური ვებგვერდი.

წყარო: adjarasport.com