რომში პირველ სეტში ბრძოლა იყო

165

რომის მასტერსის (საპრიზო ფონდი – € 4 872 105) მეორე წრეში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (74) მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა – 4:6, 2:6.

მე-11 ნომრად განთესილ სერბთან მატჩი “ფორო იტალიკოს” მესამე კორტზე გაიმართა, ბასილაშვილს 17-ნომრიანი მაისურა ეცვა და პირველ სეტში გვარიანად ანერვიულა მსოფლიო ჩოგბურთის სუპერვარსკვლავი – 3:3-ზე ნიკამ 4 ბრეიქ-პოინტი გაანიავა! ბოლო გეიმში ნოვაკმა აშკარად მოუმატა და პირველად აართვა ბასილაშვილს მოწოდება და სეტიც მოიგო – 6:4.

მეორე წრეში თამაშით ქართველმა ჩოგბურთელმა € 32 135 და 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

მეორე სეტში ნიკამ თავისივე პირველი მოწოდება წააგო, თანაც ნულზე. მეორე სეტში დიდი ბრძოლა არ ყოფილა, ჯოკოვიჩმა ერთხელაც მოიგო მეტოქის მოწოდებაზე და 6:2 იმარჯვა. პირველი სეტი 44 წუთს გაგრძელდა, მეორე 34. მესამე წრეში ჯოკოვიჩი ალბერტ რამოსს შეხვდება.

ქართველი ჩოგბურთელის 17-ნომრიანმა მაისურამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სოციალურ ქსელში იმასაც კითხულობდნენ, რამდენად ჯდებოდა წესებში ასეთი მაისურით თამაში. როგორც შევიტყვეთ, 17-ნომრიანი მაისურა ბასილაშვილის სპონსორულ შეთახმებასთან არის კავშირში და სხვა არაფერთან.

17 ნომერმა გაოცება გამოიწვია

წყარო: popsport.com