რონალდუ და კარვახალი უკვე გუნდთან ერთად

251

კრიშტიანუ რონალდუ და დანი კარვახალი უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ “რეალს” ლიდერები “ლივერპულთან” გასამართ ფინალში დაეხმარებიან.

კარვახალმა ტრავმა მიუნხენში “ბაიერნთან” პირველ ნახევარფინალურ მატჩში მიიღო და მას მერე მოედანზე აღარ გამოსულა, კრიშტიანუ კი “ელ კლასიკოს” დროს დაზიანდა – “კამპ ნოუზე” მხოლოდ 1 ტაიმი გაატარა და გოლიც გაიტანა.

“სამეფო კლუბის” ოფიციალური საიტის ცნობით, რონალდუსა და კარვახალის ფინალში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას. ფინალი 26 მაისს კიევში გაიმართება.