,,ატლეტიკო“ – სამში სამი

343

,,ატლეტიკო” ევროპა ლიგის ტრიუმფატორია და ამ ტურნირის მცირე ისტორიის მიუხედავადად დღეს მათი მესამე გამარჯვება შედგა. ტაბლოზე 2012 წლის ფინალის მსგავსად 3-0 დაფიქსირდა, როდესაც როხიბლანკომ ბუქარესტში ბილბაოს ,,ატლეტიკი’ დაამარცხა. მაშინ დუბლით თავი რადამელ ფალკაომ, ხოლო დღეს ანტუან გრიზმანმა დაგვამახსოვრა, რომელმაც თავისი გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

მატჩის საწყისმა წუთებმა სრულიად თანაბრად ჩაიარა, მაგრამ ეს იქამდე გრძელდებოდა, სანამ მანდანდასა და ანგისას შეცდომას ფრანგთა კარში გოლი მოჰყვებოდა. ამ ყველაფერს კი ,,მარსელის” ათიანის დიმიტრი პაიეს ტრავმისგან გამოწვეული ცრემლნარევი სახე და მისი შეცვლის აუცილებლობა დაემატა, რამაც ,,მარსელი” შანსები ერთი-ორად შეამცირა.

ფრანგი ფეხბურთელი თანაგუნდელებმა და მისმა თანამემამულე გრიზმანმა ძალიან თბილად გააცილეს.

გაშვებული გოლის შემდეგ კონცენტრაციის აღსადგენად ,,მარსელს” 15 წუთი ჰქონდა, მაგრამ რუდი გარსიას გუნდმა ვერაფერი ღირებული შემოგვთავაზა და ტაიმიც დასრულდა. ფრანგების მდგომარეობაზე გამოუვალი ნამდვილად არ ითქმოდა. ეს ხომ ფეხბურთია ?!

მეორე ტაიმში დარჩენილი კითხვის ნიშნები ჩოლო სიმეონეს გუნდმა მალევე გააქრო, როდესაც ანტუან გრიზმანმა შეხვედრის 48-ე წუთზე შეხვედრაში დუბლი შეასრულა. წერტილი კი 89-ე წუთზე გაბიმ დასვა.