ბუფონი: ტალანტების ნაკლებობაა

420

ტურინის “იუვენტუსის“ ლეგენდარულმა გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიური ფეხბურთის პრობლემების შესახებ ისაუბრა. ჯიჯის თქმით, აპენინებზე შესამჩნევად შემცირდა ტალანტების რაოდენობა. ასევე, ბუფონმა იტალიის სერია ა-ს დონე შეაფასა.

“როცა ნაკრებში მივედი, იქ იყვნენ ბაჯო, დელ პიერო, ტოტი, ინძაგი, მონტელა და ვიერი. დიდებული, ნიჭიერი ფეხბურთელები. ბოლო ათწლეულში სიტუაცია შეიცვალა. იტალიაში ტალანტები აღარ გვყავს. კერძოდ, პრობლემა მათ რაოდენობაშია. გარკვეული კლასის მქონე მოთამაშეების გარეშე, გამარჯვება რთულია.

ალბათ, სერია ა დონით უფრო ქვემოთ იმყოფება, ვიდრე პრემიერ ლიგა და ლა ლიგა, მაგრამ თუ კარგი შემსრულებლები გამოგვიჩნდება, ისინი, სათამაშოდ პსჟ-სა და “რეალში“ წავლენ. თუმცა “იუვენტუსის“ ფეხბურთელებს თუ არ ჩავთვლით, ვერატი ერთადერთია, რომელიც ევროპის წამყვან კლუბში თამაშობს. ეს დიდი პრობლემაა,“ – განაცხადა ბუფონმა The Players Tribune-სთვის ხერარდ პიკესთან საუბარში.

წყარო: adjarasport.com