გვარდიოლა: ის ხავისა და ინიესტას შორისაა

271

“მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დავიდ სილვა ლეგენდარულ ესპანელ შუახაზელებს, ხავისა და ინიესტას შეადარა.

“ხავი იყო გამორჩეული კონტროლისა და დინამიკის მქონე მოთამაშე, რომელიც უბრალოდ არ კარგავდა ბურთს. იგი აკონტროლებდა რიტმს და დიდებულად კითხულობდა თამაშს, როცა სისწრაფეს უმატებდა.

ანდრესს მსგავსი სტილი აქვს, მაგრამ ტემპს ყოველთვის ცვლის. დავიდ სილვა მათ შორისაა. დავიდმა ასევე იცის, როდისაა საჭირო ბურთის გაკონტროლება და როდის, სისწრაფის მომატება,“ – ციტირებს გვარდიოლას ინტერნეტპორტალი Goal.com-ი.

წყარო: adjarasport.com