დემბელე ინგლისისკენ მიეშურება?

295

შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონამ” გარემარბი უსმან დემბელე ინგლისურ გრანდში გაანათხოვროს. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.

“ლივერპულის” წარმომადგენლები ფრანგის იჯარაზე თანახმანი არიან, მაგრამ მისი საბოლოო გამოსყიდვის უპირატესი უფლება სურთ, რაზეც კატალონიელები უარს აცხადებენ. ამ ეტაპზე, კლუბები სწორედ ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან.

რამდენადაც ცნობილია, დემბელეს “ბარსელონაში” დარჩენა სურს.