დიდების გაცილება იტალიურად(პირველი ნაწილი)

642

1.რობერტო ბაჯო

პირველი დიდი იტალიელი, რომელიც ჩემ მახსოვრობაში ფეხბურთიდან გააცილეს რობერტო ბაჯო გახლდათ. საფეხბურთო დიდი პერსონა ღვთაებრივი ვარცხნილობით და უსაზღვროდ დიდი საფეხბურთო ნიჭით. მისი ბოლო მატჩი სან-სიროზე 2004 წლის 16 მაისს გაიმართა, სადაც თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე რობერტო თამაშიდან დიდი ოვაციებით გააცილეს და იქ, სადაც ამ კადრებს ვუყურებდი, ჩემ ოჯახში თავმოყრილი სტუმრები ამბობდნენ, რომ უაღრესად დიდი ფეხბურთელი გავტოვებდა. ბევრია ისეთი ქომაგი, რომლისთვისაც ბაჯოს ყურება საყვარელი საქმიანობა იყო, ბევრისთვისაა ის კუმირი და სწორედ მისი სიყვარულით შეიყვარეს აძურაც. გენიალური ფეხბურთელი, რომელიც მწვრთნელების გარდა ყველას უყვარდა.

მისი ყოფილი მწვრთნელი ჯიჯი მანფრედი ბაჯოს ასე ახასიათებდა: ის ფეხბურთში უფრო მეტია, ვიდრე წმინდანები სამოთხეში.

2.პაოლო მალდინი

შემდეგი ფეხბურთელი, რომელიც იტალიაში დაფასებულად გააცილეს პაოლო მალდინია და ეს საიდან მოხდებოდა თუ არა სან-სიროდან. მალდინებისა და ,,მილანის” ისტორიის საწყისი ფურცლები პაოლოს მამას, ჩეზარეს ეკუთვნის, რომელიც ერთ დროს გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მცველი და შემდეგში უკვე მწვრთნელიც გახლდათ. მამა-შვილის ,,მილანურ” ისტორიას ერთი ქართული გამონათქვამი მიესადაგება: ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო და ეს ასეც არის პაოლომ თავისი კარიერით ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მისი სისხლი ფეხბურთის რითმაზე ჩქეფდა და დიდებულ კარიერას საფუძველი ჩაეყარა მაშინ, როდესაც ჩეზარემ ფეხბურთის მოთამაშე პაოლოს სახლში წასაყვანად მიაკითხა, გზაზე მყოფებს შორის კი მათ შორის დიალოგი შედგა,  რომელიც მის ფეხბურთზე შეყვანას ეხებოდა და მეორე დღიდან ახალი ლეგენდის შექმნა დაიწყო. მილანში დებიუტი 1985 წლის 20 იანვრით თარიღდება, ხოლო სულ მალე ჩეზარემ ვაჟს ასაკობრივ ნაკრებში უხმო, სადაც პაოლოს მამიკოს ბიჭის წოდება ჰქონდა და მისი ამოცანაც ის იყო, რომ მამის ჩრდილიდან, რაც შეიძლება მალე გამოსულიყო. ეროვნულში დებიუტი კაპიტნის სამკლაურით გამართა და ეს 1994 წლის მუნდიალზე მექსიკასთან მოხდა. მისი ,,მილანი’ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად არის მიჩნეული, რადგან როსონერიმ ხუთ წელიწადში სამი ჩემპიონთა თასი მოიგო. კარიერის დასრულებამდე კი კიდევ ორ ჩემპიონთა ლიგას დაეუფლა. პაოლო კარიერას 5 ჩემპიონთა ლიგით ასრულებს. ის აღარ ყოფილა იტალიის ტრიუმფის თანამონაწილე 2006-ში, საკლუბო კარიერა კი 2009 წელს დაასრულა. სანაკრებო უტიტულოდ დარჩენილ პაოლოს უხვად ჰქონდა საკლუბო ჯილდოები, კერძოდ მან კარიერაში 26 ტიტული მოიპოვა.

ანდრეა პირლო: ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მცველია