იკერის მომავალი

142

“პორტუს” ოფიციალური საიტის ცნობით, ლეგენდარულმა გოლკიპერმა იკერ კასილასმა “დრაკონებთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

“კიდევ ერთი სეზონი! დღეს ჩემთვის ჩინებული დღეა. “პორტუსთან” ახალი ხელშეკრულების გაფორმება სეზონის იდეალური დასასრულია. ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის” – აცხადებს ესპანელი.

იკერი “პორტუს” რიგებს 2015 წლის ზაფხულიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში 114 მატჩი ჩაატარა, 81 გოლი გაუშვა და 55 შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა. მიმდინარე სეზონში გუნდთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონატი მოიგო.