იკერს ჯიჯი არ ავიწყდება!

298

ჯანლუიჯი ბუფონის ოფიციალურ განცხადებას, რომ მისთვის შაბათს “ვერონასთან” გასამართი მატჩი ტურინულ კარიერაში უკანასკნელი იქნება, კიდევ ერთი ლეგენდარული ფიგურა, ჯიჯის დიდი ხნის კოლეგა და მეგობარი იკერ კასილასი გამოეხმაურა.

“შენ ცხოვრებაში ახალი ნაბიჯები იწყება. წარმატებებს გისურვებ! შენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ, მეგობარო” – დაწერა იკერმა სოციალურ ქსელში Facebook.

იტალიელი და ესპანელი ერთმანეთს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე არაერთხელ შეხვდნენ.