,,ინტერის” სარფიანი შეთავაზება კაპიტანს

361

მილანის “ინტერი” მაურო იკარდის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. აპენინური მედიის ცნობით, მილანელები არგენტინელს წელიწადში 8 მილიონს გადაუხდიან იმ შემთხვევაში, თუ ის კონტრაქტის 2023 წლამდე გაფორმებას დათანხმება.

შეთანხმების შემთხვევაში, იკარდის სატრანსფერო უფლებების გამოსასყიდი თანხა 170-180 მილიონი ევრო იქნება. თავად ფეხბურთელი არ ჩქარობს და სეზონის დასრულებას ელოდება.

წყარო: adjarasport.com