კლოპმა ამომავალ ვარსკვლავებს დაუმიზნა

450

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ორი ამომავალი ვარსკვლავის – ჯასტინ კლუივერტისა და ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერებზე მუშაობს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

ორივე ფეხბურთელის აგენტი საყოველთაოდ ცნობილი მინო რაიოლაა, რომელსაც გერმანელი სპეციალისტი პირადად შეხვდა. დონარუმა ამჟამად 19 წლისაა და “მილანში” თამაშობს. მისივე ტოლია კლუივერტიც, რომელიც ამსტერდამის “აიაქსის” ღირსებას იცავს და კლუბის გამოცვლაზე სერიოზულად ფიქრობს.