ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მორიგი გამარჯვება მოიპოვა

223

ნაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ბრაზილიელი კაისეი იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 8:7-ზე ჰქონდა. ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე აქცენტი მავაშში ხელის ჩავლებაზე გააკეთა და ბოლოს კი ბრაზილიელი დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ტოჩინოშინს ხუთ შეხვედრაში ხუთი გამარჯვება აქვს და ბაშოს რამდენიმე სუმოისტთან ერთად ლიდერობს.

რანგით მეორე ლიგაში, მეხუთე დღეს გაგამარუმ პირველად შეძლო გამარჯვება ჯურიო ლიგის მეხუთე ნომერ კოტიუკოსთან, რომელიც ოშიდაშით დაამარცხა. გაგამარუს ჯამში 4 მარცხი და 1 გამარჯვება აქვს.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა იოტაკაიამა იქნება, რომელსაც არასდროს შეხვედრია. იოტაკაიამას ამ ბაშოზე ჯერ შეხვედრა არ მოუგია.