მბაპემ აუქციონზე ნეიმარს აჯობა და კინგ-კონგი შეიძინა

426

პსჟ-ს ფორვარდმა კილიამ მბაპემ კინგ-კონგის დიდი სუვენირი 500 ათას ევროდ ყოველწლიურ პარიზულ აუქციონზე შეიძინა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ნივთები პარიზული გუნდის სიმბოლიკით.

აღსანიშნავია, რომ კინგ-კონგისთვის ბრძოლაში კილიანმა თავის თანაგუნდელ ნეიმარს აჯობა წინადადებით.

საერთო ჯამში აუქციონზე 1,65 მილიონი ევროს პროდუქტი გაიყიდა, ეს თანხა დაავადებულ ბავშვთა მკურნალობას მოხმარდება.