”მკვლელი ხარ” – ”კადისის” ქომაგთა აგრესია პაპუნაშვილის მიმართ

634

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 39-ე ტურში ”კადისმა” შინ 2:0 დაამარცხა უშუალო კონკურენტი ”სარაგოსა.”  ”კადისის” წინააღმდეგ ”სარაგოსას” შემტევ გიორგი პაპუნაშვილს არ უთამაშია, თუმცა გამარჯვებულთა ქომაგებს კარგად ახსოვდათ პირველი წრის შეხვედრა, როცა ქართველმა შემტევმა ხოსე მარის მძიმე ტრავმა მიაყენა.

”კადისის” საყრდენ ხოსე მარის პაპუნაშვილთან ორთაბრძოლისას მიღებული ტრავმის შემდეგ არ უთამაშია. ”მკვლელი ხარ” – ასე სკანდირებდნენ ”კადისის” გულშემატკივრები ქართველი ფეხბურთელის მიმართ. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ლა ლიგა 2-ში 39 ტურის შემდეგ ”სარაგოსა” 62 ქულით მე-5 ადგილზეა. გიორგი პაპუნაშვილის გუნდი 1 ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან ”კადისს.”  ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება. თუ ”სარაგოსა” საუკეთესო ექვსეულში მოხვდება, ფლე-ოფის გზით ლა ლიგაში აღზევების შანსს მიიღებს.

ქართველმა ცაციამ ”სარაგოსას” მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში 5 გოლი შეაგდო. 22 წლის ფეხბურთელს ასევე უთამაშია თბილისის ”დინამოსა” და ბრემენის ”ვერდერის” სარეზერვო გუნდში.

crystalsport.ge