პეპის ახალი კონტრაქტი

110

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ისტლენდელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც სამ წელიწადზეა გათვლილი.

“მიხარია, რომ ახალი ხელშეკრულება გავაფორმე, რადგან აქ მუშაობა ძალიან მსიამოვნებს. ჩვენ ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს, რომელთა საშუალო ასაკიც 23 წელია. მხოლოდ წინ და წინ ვიყურებით და გვსურს, ის დონე შევინარჩუნოთ, რაზეც ახლა ვიმყოფებით” – აცხადებს კატალონიელი სპეციალისტი.

გუარდიოლა “სიტის” 2016 წლის ზაფხულიდან მოყოლებული უდგას სათავეში, წელს კი საუკეთესო სეზონი ჰქონდა – პრემიერლიგა რამდენიმე რეკორდითა და ბრწყინვალე სტილით მოიგო, ინგლისის ლიგის თასი იზეიმა და პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელადაც დამსახურებულად დასახელდა.