პოპულარული სანაყინე

301

15 წლის შემდეგ ჯანფრანკო ძოლა ლონდონში დაბრუნდა. ჩელსის იტალიელი ლეგენდა, ლონდონელების ფორმირთ მილანის ინტერის წინააღმდეგ ითამაშებს, ვეტერანთა მატჩი რეი უილკინსის ხსოვნისადმი იქნება მიძღვნილი.

იტალია ნაყინის სამშობლოა, პირველი ნაყინის დანადგარი სიცილიელმა მეზღვაურმა პროკოპიო კუტომ დაამზადა 1686. ძოლას მამა ნაყინის გამყიდვეული იყო და ჩელსის ლეგენდამაც საოჯახო ბიზნესი არ დაივიწყა. იტალიის ნაკრების ყოფილმა წევრმა პირველი სანაყინე მილანში გახსნა, ხოლო შემდეგ ლონდონში.

“ჩვენ ვნახეთ, რომ იქ ნორმალური სანაყინე არ იყო და გახსნა გადავწყვიტეთ” ამბობს ძოლა. “ძალიან მაგრად იმუშავა და შემდეგ ინგლისშიც გავხსენით.”

ერთი ფილიალი ბრომლიშია, ხოლო მეორე ძალიან მალე სტემფორდ ბრიჯთან გაიხსნება. “არ ვაპირებ, რომ ჩემი სახელი ყველგან გამოვკიდო, ძალიან არ მინდა გადავტვირთო ჩემი პერსონით.”

‘იტალიელი ჯადოქარი’, როგორც მას ლონდონელები უწოდებდნენ, ჩელსიში 1996-2003 წლებში თამაშობდა. ლურჯი მაისურით ძოლას 311 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 80 გოლის გატანა შეძლო.