გიორგი ნემსაძემ უელსურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

333

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, გიორგი ნემსაძემ უელსურ ოსპრეისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ნემსაძეს ოსპრეისთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული. როგორც ჩანს, ქართველი მორაგბის თამაშით კლუბში კმაყოფილნი არიან – უელსელებმა გიორგი ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

გიორგი ნემსაძე: “ბედნიერი ვარ, რომ ოსპრეისთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივე. იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში ყველაფერი კარგად იქნება. ვეცდები ასი პროცენტით დავიხარჯო კლუბისთვის – ვამაყობ, რომ ამ გუნდის ღირსებას ვიცავ. საქართველოს ნაკრებს მომდევნო ზაფხულს ოთხი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. ამ მატჩების შემდეგ ოსპრეისის შეხვედრებზე გადმოვერთვები.”

წყარო: popsport.com