გოჩა სვანიძე: “არ გავაპროტესტებთ”

269

„თავისთავად ჩვენ გვაქვს სრული უფლება გამოვხატოთ პროტესტი, თუმცა ამის იმედი ნურავის ექნება. ეს არ ზის ჩვენს ხასიათში. საქართველოს ნაკრებს უნდა მოეგო ის შეხვედრა, რადგან უკეთესი გუნდი გვყავს. ერთი მოთამაშე განსაკუთრებულ ამინდს არ ქმნის. წელს დავამტკიცეთ თუ ვინაა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო“ – ეს სიტყვები საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს ეკუთვნის.

საქმე კი იმ სკანდალს ეხება, რომელიც რუმინეთის სარაგბო ნაკრებში ნატურალიზებული ტონგელი მოთამაშის ყოფნას ეხება. შეგახსენებთ, შარშან, რაგბი ევროპის გამარჯვებული რუმინეთის ნაკრები გახდა, როდესაც ბორჯღალოსნებს 8:7 სძლიეს. სწორედ იმ მატჩში ითამაშა ტონგელმა მორაგბემ და წესით ამის უფლება არ ჰქონდა.

„საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში რაგბის განვითარების ლიდერია! მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილება დიდი დარტმაა „რაგბი ევროპის“ საერთაშორისო იმიჯისათვის. თუკი ორგანიზაციაში მსგავსი რამ ხდება, ესეიგი ყველაფერი კარგად არ არის. ასეთი შემთხვევების დაშვება არ შეიძლება, როგორც ჩანს არსებული კონტროლის მექანიზმები არასაკმარისი იყო“ – ამატებს გოჩა სვანიძე.

leadersport.ge