დიდების გაცილება იტალიურად(მეორე ნაწილი)

458

3.ალესანდრო დელ პიერო

ნამდვილი კაცი საკუთარ ქალბატონს არასდროს ტოვებს. ეს სიტყვები ალესანდრო დელ პიერომ მაშინ განაცხადა, როდესაც ,,იუვენტუსი“ სერია ბ-ში დააქვეითეს და ეს დროება რა თქმა უნდა გუნდისთვის უმტკინვეულოდ ვერ ჩაივლიდა. ერთ დროულად ბიანკონერიმ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაკარგა, ტიურამი და ძამბროტა ,,ბარსელონაში“, ემერსონი და კანავარო ,,რეალში, ხოლო იბრაჰიმოვიჩი და ვიეირა ,,ინტერში“ აღმოჩნდნენ. ასევე შეიძლებოდა წასულიყო დელეც, მაგრამ მან ,,სიტის” შეთავაზება დაბლოკა. მასთან ერთად იუვეში ბუფონი, ტრეზეგე, ნედვედი და კამორანეზი დარჩნენ.

დელ პიერო ,,იუვენტუსში“ გუნდის კიდევ ერთი ლეგენდის, ბონიპერტის მეშვეობით მივიდა, რომელიც პადოველი ბიჭით მოიხიბლა და მისი დიდი კარიერის გზაზე დაყენება გადაწყვიტა. დრო და დრო ალესანდრო ირგებდა იმ როლს, რომელიც გუნდში ერთ დროს ბონიპერტის ჰქონდა. დელ პიერო რეკორდების ნამდვილი მტერი იყო, რომელიც ამას მხოლოდ გუნდური წარმატებისთვის აკეთებდა.

2004 წელს იტალიელი პელეს რჩეულთა შორის და უეფას ნახევარსაუკუნოვან იუბილეზე გამორჩეულ ევროპელებში მოხვდა. რონალდინიო აცხადებდა, რომ ის ტურინელი ვარსკვლავის ფანი იყო. ალექსი შეუდარებელია. ზიდანი ამბობს, რომ მასსავით ძლიერი პარტნიორი არ ჰყოლია.

დელ პიერო ტურინის ახალი სტადიონიდან გააცილეს ვარდისფერი ფორმითა და მქუხარე აპლოდისმენტებით. ალექსი მიზანდასახულობით გამოირჩეოდა. ის ყველა უარყოფით მესიჯს თამაშით და შემდეგ ცნობილი ენის გამოყოფით პასუხობდა.

4.მილანური ეპოქის დასასრული

იტალიაში დიდი მოწყენილობა ჩამოვარდა. ტურინი დელ პიეროს, ხოლო მილანში ,,მილანს“ აცილებდნენ. საფეხბურთო კარიერა ერთდროულად ხუთმა მსოფლიო ჩემპიონმა პინტურიკიოს გარდა ნესტამ, ინძაგიმ, გატუზომ და ძამბროტამ დაასრულეს. გვტოვებდა ორი ჰოლანდიელიც ზეედორფი და ვან ბომელი. ეს უკანასკნელი ,,მილანში“ მხოლოდ წელიწადნახევარი იმყოფებოდა, თუმცა არავიზე ნაკლები სამუშაო არ გაუწევია იგივე იმ წელს, როდესაც ,,მილანმა“ 2011 წელს სკუდეტო მოიგო. ვან ბომელი ცრემლებს ვერ იკავებდა. გავაგრძელოთ იტალიელებზე საუბარი გატუზო თავის მიზნისთვის თავს არ იშურებდა და ბოლომდე ბრძოლისუნარიანი ხასიათით გამოირჩეოდა. რინოში დიდი ისტორია დევს, ნესტა ერთი დიდი პოზიტივი იყო. სუფთა ვარდნების მეფე, ნამდვილი დომინანტი მცველი გახლდათ. ინძაგის გოლის ალღოთი ბევრი, მათ შორის ფერგიუსონიც გაოცებული იყო. თითქოს უმნიშვნელო ფიგურა, რომელმაც ყველაზე დიდი მნიშვნელობის შეძენა იცოდა. ზეედორფი მრავლის მნახველი ლეგენდაა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის დაუფლება ოთხჯერ სამი სხვადსხვა გუნდის რიგებში მოახერხა. მათ შორის ორჯერ ,,მილანში“. დელ პიეროც წავიდა, რომელმაც ტვიტერზე მილანელებს გულთბილი წერილი მიუღძვნა.

იტალია ფეხბურთისგან იცლებოდა.