სად წავიდა 10 000$? – ნაკრების ძიუდოისტი ქევხიშვილს ბრალდებას უყენებს

709
 ახალგაზრდა მოჭიდავე გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ქევხიშვილი და მისი საძმაკაცო თავიანთი კლანური მმართველობით ანგრევენ ქათულ ძიუდოს, სპორტსმენებს უკლავენ მოტივაციას და ამის მიუხედავად მაინც არ ტოვებს თანამდებობას და მიჯაჭვულია ამირანივით იმ სკამს.

პირადად ჩემი და კიდევ ახალგაზრდა 24 სპორტსმენის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ფინანსურ და არამხოლოდ ფინანსურ საკითხებში ქევხიშვილს და მის საძმაკაცოს უამრავი დანაშაული აქვთ. გასულ წელს ის თანხა, რაც ჩვენ ზედაზენის თასზე მოვიგეთ (საპრიზო ფონდი $10 000) დაიკარგა უგზოუკვლოდ.

-რა მოხდა?
– დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ სპორტსმენებმა (გადაღლილებმა) დავტოვეთ

დარბაზი. მეორე დღეს კი როდესაც ვარჯიშზე მივედით გამოგვიცხადეს, რომ თურმე დილით ვარჯიში ყოფილა და რადგანაც არ გამოვცხადდით სასჯელის სახით მოგებულ თანხას ვერ მივიღებდით, თანხას რომელიც უკვე ჩვენ გვეკუთნოდა.როდესაც მოვითხოვეთ მთელმა გუნდმა მოგებული კუთვნილი ჯილდო გამოგვიცხადეს: ვისაც ფული უნდა აიღოს და ნაკრებიდან წავიდესო.

პ.ს როდესაც არაგეგმიური ვარჯიში ინიშნება, მწვრთნელი ვალდებულია ყველა სპორტსმენი გააფრთხილოს.

ამათ კი დაჯილდების შემდეგ გამოუცხადებიათ, დილის ვარჯიშის შესახებ, რაც ვერცერთმა სპორტსმენმა ვერ გავიგეთ. (მხოლოდ 2 სპორტსმენი იმყოფებოდა დილით ვარჯიშზე, 1 პირადმა მწვრთნელმა გააფრთხილა და მეორე დილით ექიმთან იყო შემოწმებაზე)

ანუ რა მოხა…

ჩვენი მოგებული თანხა სასჯელის სახით ჩამოგვართვა ფედერაციამ, და ღმერთმა იცის სად წაიღეს.

მე კი როგორც გუნდის სახელით მოლაპარაკეს მოგებულ თანხასთან ერთად იაპონიაში შეკრებაზე წასვლაც ჯარიმის სახით აღარ დამიფინანსეს.

ეს და კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს რატომაც უნდა დატოვოს ქევხიშვილმა დაკავებული თანამდებობდა.

მე პირადად ვიბრძოლებ ბოლომდე რომ ქართული ძიუდო ქევხიშვილს და მის კლანურ მმართველობას არ შეეწიროს!”, – წერს გველესიანი.

sportall.ge