ტოჩინოშინის მეექვსე გამარჯვება

276

ნაცუ ბაშოს მეექვსე დღეს მორიგი გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა – ლევან გორგაძემ მძიმე ბრძოლაში მესამე მაეგაშირა იაპონელი იუტაკაიმა დაამარცხა.

ქართველმა სეკიტორმა ექვსივე დაპირისპირება თავის სასარგებლოდ დაასრულა და ბაშოს დიდ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან ერთად ლიდერობს.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი ენდო იქნება, რომელთანაც ბალანსი 3:3–ზე აქვს.

რაც შეეხება გაგამარუს, მან ჯურიო ლიგის მესამე ნომერი კიუკუშუჰო ოშიდაშით დაამარცხა. მას ჯამში 4 მარცხი და 2 მოგება დაუგროვდა.