ყველაზე უხვგოლიანი ფინალიდან 58 წელი გავიდა(VIDEO)

368

58 წლის წინ გლაზოგში ჩემპიონთა თასის ფინალში ერთმანეთს ,,რეალი” და ,,აინტრახტი” შეხვდნენ, სადაც ტურნირის ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი ფინალი გაიმართა. სამეფო კლუბმა მეტოქე 7-3 დაამარცხა და ჩემპიონთა თასი ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა.

საინტერესოა, რომ თავიდან ,,რეალი” მდევრის როლში აღმოჩნდა, თუმცა ტაიმის 3-1, ხოლო მეორე ნახევრის 4-2 მოგება შეძლეს.

,,რეალი” 7-3 ,,აინტრახტი”

პოკერი ეკუთვნის ,,რეალის” უნგრელ ლეგენდას ფერენც პუშკაშს, ხოლო ჰეთთრიქი არგენტინელ ალფრედო დი სტეფანოს.

გერმანელთა მხრიდან დუბლი ერვინ შტეინმა გაიტანა. შეხვედრაში ანგარიში კი რიჩარდ კრეისმა გახსნა.

და ბოლოს გთავაზობთ ამ შეხვედრის ვიდეოს