EURO U17 – ფინალური წყვილი ცნობილია

333

ინგლისში მიმდინარე ევროპის 17-წლამდე ფეხბურთელა ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლიდნენ. იტალიის ნაკრებმა ნახევარფინალში ბელგიას 2:1 მოუგო. სკუადრა აძურა პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდა და ანგარიშის გახსნაც შეძლო – ატალანტას ფეხბურთელმა ემანუელ გიაბუამ იტალია 31-ე წუთზე დააწინაურა. ბელგიელებმა მეორე ნახევარში შესანიშნავი შეტევის შემდეგ გაათანაბრეს, იორბი ვერტენსენმა ტურნირზე მე-4 გოლის გატანა შეძლო. იტალიელებმა ძირითად დროში მოიგეს, ედოარდო ვერგანიმ ულამაზესი გოლი გაიტანა და სკუადრა აძურა ფინალში გაიყვანა.

იტალია 2-1 ბელგია

ჰოლანდია ფინალში გავიდა – ნარინჯისფერებმა ნახევარფინალში ინგლისს თერთმეტმეტრიანების სერიაში აჯობეს და ფინალში იტალიას შეხვდებიან.

ინგლისი 0-0(5-6) ჰოლანდია

წყარო: popsport.com