ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს ევროპის ჩემპიონატზე 5 მედლის მოპოვების შანსი აქვთ

379

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილი ჭაბუკთა ნაკრებს სკოპიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 5 წონით კატეგორიიდან 4-ში მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ფინალში გავიდნენ და ჩემპიონობისათვის დიმიტრი ხაჩიძე (48 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (80 კგ) იბრძოლებენ. ხაჩიძე რუსეთის ნაკრების წევრ ისლამ ალიევს შეხვდება, ნახევარფინალში რუს მეტოქესთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ცოფურაშვილი ოქროს მედლისათვის ბერძენ დიმიტრიოს ცომპანოუდის შეებრძოლება.

ბრინჯაოს მედლისათვის მძიმეწონოსანი მათე გოქაძე (110 კგ) ბულგარელ კამერ პავლოვს დაეჭიდება, მედლის მოპოვების შანსი აქვს ხვიჩა ანანიძესაც (65 კგ) რომელიც დამამშვიდებელ წრეში გააგძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.

ფინალური შეხვედრები 19 მაისს 20:00 საათიდან დაიწყება.