პლატინი: “საოცნებო ფინალისთვის ხრიკს მივმართეთ”

417

უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ თქვა, რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში ბრაზილიისა და საფრანგეთის ერთმანეთისთვის დასაპირისპირებლად მცირე ხრიკი გამოიყენეს. მაშინ პლატინი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტში მუშაობდა.

საფრანგეთის ნაკრებისა და იუვენტუსის ყოფილი გამთამაშებელი ამბობს, რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფებში გუნდები წინასწარ გათვლილი პრინციპით გადანაწილდნენ, რათა ფეხბურთის მოყვარულებს „საოცნებო ფინალი“ ეხილათ.

კონკრეტულად, საქმე შემდგომში მდგომარეობს, ბრაზილია A ჯგუფში მოხვდა, მაშინ სელესაოს ტიტულის დაცვა მოეთხოვებოდა. რაც შეეხება საფრანგეთს, მასპინძლებმა ადგილი C ჯგუფში დაიკავეს. ასეთ შემთხვევაში ეს ორი გუნდი ერთმანეთს პლეიოფში ფინალამდე არ გადაეყრებოდა. მართლაც ასე მოხდა და მსოფლიომ საოცნებო ფინალი იხილა, სადაც ზინედინ ზიდანის დუბლითა და პეტის გოლით საფრანგეთმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა და დღემდე ერთადერთი ჩემპიონობა მოიპოვა.

„საფრანგეთი-ბრაზილია ფინალში, ეს ყველასთვის საოცნებო იყო. ამისთვის პატარა ხრიკი გამოვიყენეთ. ჩვენ დავხარჯეთ 6 წელი მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის და მცირე ხრიკს როგორ არ გამოვიგონებდით. როგორ ფიქრობთ, იგივე სხვა მასპინძლებს არ გაუკეთებიათ?“-თქვა 62 წლის პლატინიმ ფრანგული რადიოს ეთერში.

შეგახსენებთ, პლატინი ამჟამად 4-წლიან სასჯელს იხდის, რაც უეფას საქმიანობაში ჩარევას კრძალავს. ეს სანქცია თავდაპირველად 8 წელიწადზე იყო გათვლილი, თუმცა ლეგენდარულ ვეტერან ფრანგ თავდამსხმელს ვადა გაუნახევრეს. შემდგომში იგივე სანქცია ფიფას ყოფილ პრეზიდენტ ზეპ ბლატერსაც დაეკისრა. მიზეზი კი ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა გახდა.