,,რეალი” მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ

604

გუშინ ბელგრადში ოთხთა ფინალის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. სერბეთის დედაქალაქში ოთხი ქვეყნის ოთხი წარმომადგენელი თურქული ,,ფენერბახჩე” , რუსული ,,ცსკა”, ესპანური ,,რეალი” და ლიტვური ,,ჟალგირისი” შეიკრიბნენ. ეს უკანასკნელი საერთოდ ამ სტადიაზე 19 წლიანი პაუზის შემდეგ მოხვდა და მათი აქ ყოფნა გარკვეულ სენსაციად მოინათლა.

რაც შეეხება თამაშს ტიტულის დაცვას გააგრძელებს ,,ფენერბახჩე”, რომელმაც ლიტველები 76-67 დაამარცხა. ,,ჟალგირისი” ცდილობდა უიმედო მდგომარეობის დაძლევას, მაგრამ თურქების დომინერება ვერაფრით გადაწონეს შესაბამისად პირველი ფინალისტი ჟელკო ობრადოვიჩის გუნდი გახდა.

საუკეთესო მექულეები გუნდებიდან

19 ქულა – ბობი დიქსონი(,,ფენერბახჩე”)

16 ქულა – კევინ პანგოსი(,,ჟალგირისი”)

მეორე ფინალისტი კი ,,რეალი” იქნება, რომელმაც ასპარეზობას რუსეთის არმიული კლუბი ,,ცსკა” გამოთიშა. საუცხოოდ ითამაშა ლუკა დონჩინმა, რომელიც ამერიკისთვის ემზადება. საბოლოო ჯამში მადრიდელებმა 92-83 მოიგეს და 20 მაისს ფინალში 23:00 საათზე პაბლო ლასოსა და ჟელკო ობრადოვიჩის დუელს ვიხილავთ, მანამდე კი 20:00 საათზე მესამე ადგილისთვის ბრძოლა შედგება.