საკალათბურთო დესიმაც შედგა

498

თურქთა ჩეხი ლიდერი გადაკეტილია, თასი მადრიდში მიდის. აი ასე გუშინ ევროლიგის მორიგი სეზონის გათამაშება დასრულდა და გვყავს ტრიუმფატორი, რომელმაც თავის ისტორიაში ამ ტურნირზე მეათე თასი ანუ ლა დესიმა აღმართა.

სეზონის MVP ლუკა დონჩიჩი, რომელზეც ნბა-ს გუნდების ნადირობაა გამოცხადებული უკვე ოთხთა ფინალის MVP-იც გახდა.

ყველაზე შედეგიანი ჩემპიონთა რიგებში ფაბიან კოსიე გახლდათ(17 ქულით), ხოლო არ შეიძლება არ გამოვყო ნიკოლოს მელის 28 ქულაც, რომელიც სკამიდან მოაგროვა.

,,ფენერს” კარგი შანსი ჰქონდა ზედიზედ მეორედ მოეგო ევროლიგა, მაგრამ ისინი უკვე ექს-ჩემპიონები არიან.

,,რეალი” 85-80 ,,ფენერბახჩე”

ქულები – კოსიე 17 – მელი 28

მოხსნები – ტომპკინსი 5 – მელი 6

პასები – დონჩიჩი 4 – ვონამეიკერი 5