ბუფონმა გადაწყვეტილება მიიღო

360

ტურინის “იუვენტუსის“ ლეგენდარული გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, დიდი ალბათობით, პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება.

Football Italia-ს ცნობით, მხარეებმა პრაქტიკულად ყველა დეტალი შეათანხმეს – 40 წლის იტალიელი პარიზელებთან ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და წლიურად, 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

როგორც წყარო წერს, ბუფონის ტრანსფერის შესახებ ფრანგული კლუბი ოთხშაბათს, 23 მაისს განაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ გოლკიპერმა “იუვენტუსის“ მაისურით თავისი ბოლო მატჩი გასულ უქმეებზე, “ვერონას“ წინააღმდეგ გამართა – შეხვედრის მეორე ტაიმში, იგი კლუბის მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ემოციურად გამოემშვიდობა.

წყარო: adjarasport.com