გაიცანი გულშემატკივარი: სოფო კონიაშვილი

1208

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი საქართველოს 15–წლამდე და 20–წლამდელთა ნაკრების სპორტული ექიმი და “იუვენტუსის” ქომაგი სოფო კონიაშვილი.

– ზოგადად, საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი და თუ გახსოვს პირველი მატჩი?
– ჩემი პირველი მატჩი იყო 1994 წლის მუნდიალის ფინალი ბრაზილია–იტალია.
– რატომ “იუვე”?
– “იუვე” იმიტომ, რომ საერთოდ სხვა სიყვარულია. ბევრად უფრო მეტია, ვიდრე გუნდი. ერთი დიდი ოჯახია. მუდამ ბოლომდე იბრძვიან და იხარჯებიან. წაგებაც ისევე ღირსეულად იციან, როგორც მოგება… სრულიად ამართლებს ჰიმნის სიტყვებს: “იუვე” – სიყვარულის ყველაზე დიდი ისტორია”.
– როგორ გადაიტანე ჯიჯის წასვლა?
– ჯიჯის წასვლა ჩემთვის იყო ალბათ ერთ–ერთი სერიოზული ცხოვრებისეული ტკივილი… ჯიჯით დამთავრდა ჩემთვის ძალიან დიდი ეპოქა, ჯიჯის წასვლამ დამიტოვა უდიდესი სიცარიელე გულში…
– მიმდინარე სეზონით კმაყოფილი ხარ?
– თქვენ წარმოიდგინეთ, მიმდინარე სეზონით სრულიად კმაყოფილი ვარ.
– როგორ ფიქრობ, რა მოხდა კარდიფში?
– მინდა მჯეროდეს, რომ მართალია ყველაფერი, რაც იწერებოდა… ამით გავამართლებ მარცხსაც და ბონუჩის წასვლასაც.
– რას შეცვლიდი გუნდში?
– პირველ რიგში, ცენტრს გავაძლიერებდი. გარდა ამისა, არაფრის დიდებით არ გავუშვებდი პაულო დიბალას.
– შენთვის ყველა დროის 3 საყვარელი “იუვენტინო”…
– ჯიჯი, დელ პიერო, ზიზუ.
– წლევანდელი მუნდიალი იტალიის გარეშე… როგორი გრძნობაა?
– ამ თემაზე საუბარიც არ მსურს… ვერც კი წარმომიდგენია მუნდიალი იტალიის ჰიმნის გარეშე.
– ვის მიიჩნევ მუნდიალის ფავორიტად?
– გერმანიას მუდამ ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს და წელსაც ფავორიტები იქნებიან.
– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ჩემთვის საუკეთესო გოლი არის 97წელს ლიგის ფინალში დელპიეროს ქუსლით გოლი.. ისეთი არაფერი არ იყო და ბევრად უფრო მაგარი გოლებიც მინახავს მაგრამ იმ გოლმა ჩემზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა რო დღემდე საუკეთესოა ჩემთვის და გადაცემა იგუაინის პასი დიბალაზე ტოტენჰემთან )) ეგეც უ რალოდ ჩემი ემოციებიდან გამომდინარე
– იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი ყველა დროის სიმბოლური ნაკრები, ვისაც მოსწრებიხარ + მწვრთნელი…
– ჯიჯი – კანავარო, ნესტა, მალდინი, კარლოსი – პირლო, ზიდანი, დიბალა, ანრი – დელ პიერო, რონალდო. მწვრთნელი მარჩელო ლიპი.