მასიმილიანო მირაბელი MilanTV-სთან საუბრობს

396

“მილანის” სპორტული დირექტორის, მასიმილიანო მირაბელის ვრცელი ინტერვიუ MilanTV-სთან

ბოლო მატჩში მოპოვებული გამარჯვება?

ბევრი ფიქრობს, რომ ეს მარტივი თამაში იყო. ბიჭები, უბრალოდ ძალიან კარგები იყვნენ, “ფიორენტინასთან” მატჩის დროს.

სეზონი?

უცნაურია, რომ “მილანი” მეექვსე ადგილს ზეიმობს, თუმცა ეს ჩვენთვის, პრინციპის ამბავი იყო.

ჩვენ მკაფიო იდეები გვქონდა, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით, გასულ ზაფხულს. დავისახეთ კონკრეტული მიზანი და ახლა, “მილანი” იტალიის ყველაზე ახალგაზრდა კლუბია. ჩვენ ფუნდამენტი გავამზადეთ და უკვე კონკრეტულად ვიცით რაზე უნდა ვიმუშაოთ.

გატუზო?

ისევე როგორც ჩვენ, ისიც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. მან ურთულეს მდგომარეობაში მყოფი გუნდი ჩაიბარა, მაგრამ მივიდა იტალიის თასის ფინალამდე და ღირსეულად გამოვიდა ევროპის ლიგაზე. რინომ, ექსტრაორდინალური სამუშაო ჩაატარა გუნდში. მისი მიზანი, 4-ეული იყო და ვფიქრობ, სწორედ ეს ნიშნული იქნება, მომავალი სეზონის საწყისი.

სატრანსფერო ფანჯარა?

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები, იმ ზონებზე, რომელიც უნდა გავაძლიეროთ. ნახევარმცველი, ფლანგის შემტევი და ტოპ-ფორვარდი. ჩვენ, გუნდის ხარისხი უნდა ავამაღლოთ. გასულ წელს, აქცენტი ახალგაზრდებზე გავაკეთეთ. ჩალჰანოღლუ, რამოდენიმე თვის მანძილზე, უთამაშებელი იყო და გუნდში, არასახარბიელო ფორმაში მფოყი მოვიდა. ანდრეა კონტი იქნება ჩვენი პირველი შენაძენი, მომავალ სეზონში. ასევე კონტრაქტები გავუხანგრძლივეთ რამოდენიმე ფეხბურთელს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, კლუბის ფუნდამენტისთვის. ვფიქრობ, ამით კარგი ბაზა შევქმენით.

დონარუმას ფასი?

ვფიქრობ, ახლა ამაზე სალაპარაკოდ, არ არის შესაფერისი მომენტი. ჩვენ არანაირი შეთავაზება არ მიგვიღია ჯიჯოზე და მასაც არ უთქვამს ჩვენთვის, რომ წასვლა სურს. ის მნიშვნელოვანი აქტივია და ამიტომაც, შარშან გავახანგრძლივეთ მასთან კონტრაქტი. ჩვენი მიზანი და სურვილია, მისი “მილანში” დიდი ხნით დატოვება. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის, მაგრამ, თუკი ის მოვა და გვეტყვის, რომ წასვლა სურს, კლუბმა მის თაობაზე, შესაბამისი და ჩვენთვის სასურველი შეთავაზება უნდა მიიღოს.

ვის დავიმატებთ შეტევაში?

კუტრონე ხელშეუხებელია და ის ჩვენთან რჩება. რაც შეეხება სათამაშო სქემას, ეს გატუზოს გადასაწყვეტია. დავუბრუნდებით 4-3-3-ს თუ, მოახდენს რამე ცვლილებას. ამ გადაწვეტილების მიღების შემდეგ, რამოდენიმე ეშმაკობა გველოდება წინ.

ბაკა დაბრუნდება. ჩვენი გეგმაა 2 თავდამსხმელის შეცვლა და დამატებით სუპერ ფორვარდის მოყვანა. რისკის დრო აღარ არის, ჩვენ თავდაჯერებულობა გვჭირდება. ჩვენ დიდი ინვესტიციები განვახორციელეთ გასულ ზაფხულს, თუმცა მაინც ვერ მოვასწარით, ყველაფერის გაკეთება. ახლა, გვაქვს ბაზა, რომელშიც კორექტირებას, აუცილებლად შევიტანთ.

ფასები ფეხბურთელებზე?

ეს უკვე ნარკოტიკივითაა! უბრალოდ შეხედეთ, რა ნიშნულებს წვდება, სატრანსფერო ღირებულებები. რომანიოლი ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად და თუ კი ვირჯილ ვან დაიკი 80 მილიონი ევრო ღირს, მაშინ ალესიოს ფასი რა არის? მცველის გაფორმება? არამგონია ამ ზოლში, ჩვენი ჩარევა იყოს საჭირო. როდესაც, არც ბონუჩი გვყავდა და არც რომანიოლი, მუსაკიო და ზაპატამ, ძალიან კარგად ითამაშეს “ნაპოლის” წინააღმდეგ. თუკი რაიმე განსაკუთრებულ შეთავაზებას არ მივიღებთ, თავად ფეხბურთელებისგან, ამ მხრივ აქტიურობას არ ვაპირებთ.

ნახევარდაცვა?

მწვრთნელის თანხმობის გარეშე, არავინ მოვა. უნდა დავიმატოთ ფეხბურთელი, რომელიც ფუნქციებით, კესიესა და ბონავენტურას შორისაა. ახლები? სატრანსფერო ბაზარი 17 აგვისტოს იხურება და ამიტომ, ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად დავაკომპლექტოთ გუნდი გატუზოსთვის.

ახლანდელი შემადგენლობა?

ფეხბურთელებმა, მანამ უნდა გაითავისონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდის სული, რომელიც დიადი ფეხბურთელებისგან შედგება, სანამ ისინი, დიდი ფეხბურთელები გახდებიან.

ჩალჰანოღლუ?

ის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მას უამრავ პოზიციაზე უთამაშია კარიერის მანძილზე და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, მისი მთავარი მოწოდება – ტრეკვარტისტაა. გატუზოს მეტი ვარიანტი უნდა ჰქონდეს. ამ სეზონში ის ვერ რისკავდა, რადგან საკმარისი დრო არ ჰქონდა.

ქომაგები?

ატმოსფერო, რომელსაც ისინი ქმნიდნენ, ენით აუხსნელია. მაშინაც კი, როდესაც მათ გახარებას ვერ ვახერხებდით. გაოცებული ვიყავი იმით, თუ რამდენად ახლოს არიან ქომაგები გუნდთან. მათი მხარდაჭერა – როსონერის ყველაზე ძლიერი მხარეა. ისინი ყოველთვის გვერდში გვიდგანან და არ ვიცი, მსოფლიოს მაშტაბით, კიდევ რომელი გუნდი ფლობს, ასეთ ძალას.

პრიმავერა?

ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელების ჯგუფი გვყავს. შედგა ემანუელე ტორასის დებიუტიც, რომელსაც არც თუ ისე კარგი სეზონი ქონდა (შარშან, გატუზოს მწვრთნელობის დროს, ტორასი პრიმავერას კაპიტანი გახდა, თუმცა მალევე ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა და თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა). ჩვენ უბრალოდ გვჯერა ჩვენი ახალგაზრდების.

იტალიაში, სარეზერვო გუნდების ჩართვა დაბალ დივიზიონებში?

ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ველოდებით მის გაოფიციალურებას. თუკი ეს ასე მოხდება, ჩვენ შევცვლით, ჩვენი მუშაობის სტრატეგიას, პრიმავერასთან მიმართებაში. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მოვიყვანოთ პრიმავერადან. ვნახოთ, რა როგორ მოხდება.

ლეგა პროდან დაწყება?

ვფიქრობ, იდეალური ვარიანტია. როგორც იქნა, რაღაც კეთდება იტალიური ფეხბურთის სასიკეთოდ, თუმცა ეს არის მცირედი, სხვა იმ თემებთან ერთად, რომელსაც შეიძლება რომ ფედერაცია შეეხოს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სარეზერვო გუნდებს, ვალდებულებას დავაკისრებდი, იტალიელი ფეხბურთელების რაოდენობაზე, რაც საბოლოო ჯამში, ნაკრებსაც წაადგება.”