თოკომ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია

356

ACB ლიგამ სეზონის პირველი ხუთეული დაასახელა – რა თქმა უნდა, ხუთეულში ბასკონიას ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია მოხვდა.

ხუთეული ასე გამოიყურება: ლუკა დონჩიჩი (რეალი), გარი ნილი (სარაგოსა), სილვენ ლანდესბერგი (ესტუდიანტესი), თორნიკე შენგელია (ბასკონია) და ჰენკ ნორელი (დელტეკო).

ხუთეულში მოსახვედრად თორნიკემ 100%-იანი შედეგი მიიღო ფანებისგან, მედიისგან, მოთამაშეებისგან და მწვრთნელებისგან. მან 25-25 ქულა მიიღო ოთხივე სეგმენტიდან, ჯამში 100 ქულა. ტოპ-5-ში მხოლოდ მან მიიღო ქულების მაქსიმალური რაოდენობა.

“თორნიკე დღეისათვის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა ტურნირზე (19.6 ბალი), მესამე ქულების მიხედვით (16.4 ქულა). ის საუკეთესოა თავის გუნდში, როგორც ქულებით, ისე მოხსნებით. თორნიკე სამჯერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე (მე-5, მე-17 და 30-ე ტურებში). თავის მეხუთე სეზონში იგი ბასკონიას ნამდვილი ლიდერია, გუნდის, რომელმაც მე-2 ადგილი დაიკავა”, – წერს ACB ლიგის საიტი.

მალე ლიგის საიტი სეზონის MVP-ისაც დაასახელებს. შეგახსენებთ, რომ ფანების გამოკითხვაში თორნიკემ მე-2 ადგილი დაიკავა და 15 ქულა მოაგროვა. ჯერი მედიაზე, კალათბურთელებზე და მწვრთნელებზეა.

წყარო: popsport.com