პსჟ “მანჩესტერ იუნაიტედს“ შოკში ჩაგდებას უპირებს

676

“მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრებს ამ დრომდე ეიმედებათ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მათი საყვარელი კლუბი დონეცკის “შახტარის“ შუახაზელ ფრედის გაიფორმებს, თუმცა სადაც პსჟ-ს სახელი ფიგურირებს, მოთამაშისთვის ბრძოლა იოლად აღარ ითვლება.

Tribalfootball-ის ცნობით, “წითელი ეშმაკუნები“ მზად არიან, 25 წლის ბრაზილიელისთვის 53 მილიონი ფუნტი გადაიხადონ, მაგრამ თვითონ მოთამაშე, მოლაპარაკებების პროცესში, ჯერჯერობით, გაჩუმებას ამჯობინებს.

როგორც წყარო ამტკიცებს, შექმნილი სიტუაციით შესაძლოა ისარგებლოს ფრანგულმა პსჟ-მ, რომელიც ფეხბურთელს უფრო ხელსაყრელი პირობებით მოაწონებს თავს. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ პარიზელთა შემადგენლობაში ბრაზილიელები მრავლად არიან, რაც ფრედისთვის, “მაცდურ ფონს“ ქმნის.

adjarasport.com