ანიელი: ლიგას სხვა ფორმატით ჩავატარებდი

593

ტურინის იუვენტუსის პრეზიდენტს და 64%-იანი წილის მფლობელს – ანდრეა ანიელის, ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლა სურს.

ანიელიმ, რომელიც სექტემბერში ევროპული ფეხბურთის კლუბების ასოციაციის – ECA პრეზიდენტი გახდა, ლიგის გათამაშების ახალი ფორმატის იდეა წამოაყენა, თუმცა, ევროტურნირებზე მატჩების რაოდენობის გაზრდით, ეროვნულ ჩემპიონატებში გამოწვეული ცვლილების საკითხი ჯერ განხილული არ არის.

“ჩემპიონთა ლიგაზე 4 ჯგუფი უნდა იყოს, 8 გუნდით, რათა კლუბებმა ევროტურნირებზე უფრო მეტი მატჩი ჩაატარონ.” ამბობს ანიელი. “ფაქტია, რომ მეტი საერთაშორისო მატჩი გვინდა და ნაკლები შიდა, ამას როგორ გადავწყვეტთ, ჯერ არ ვიცით.”

ანდრე ანიელიმ იუვენტუსი 2010 წელს ჩაიბარა, მასშემდეგ კლუბის შემოსავალი – 45% გაიზარდა და 2018 წელს €563 მილიონი შეადგინა.

 წყარო: popsport.com