კარლოს ახალ გუნდში სამი ტრანსფერი სურს

462

მოგეხსენებათ მომდევნო სეზონიდან “ნაპოლის” ახალი თავკაცი ეყოლება. იტალიურ გუნდს კარლო ანჩელოტი გაწვრთნის.

ცნობილია, რომ “ბაიერნის” ყოფილმა დამრიგებელმა უკვე დაიწყო სატრანსფერო საკითხებზე მუშაობა. უკვე გამცნეთ, რომ მას არტურო ვიდალის გადაბირება უნდა. ბრიტანული პრესის ცნობით ჩილელი ერთადერთი ფეხბურთელი როდია, ვისი საკუთარ გუნდში ხილვაც კარლოს სურს.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანჩელოტის კარიმ ბენზემას მიწვევაც უნდა. მოგეხსენებათ იგი რეალში მუშაობისას წვრთნიდა ფრანგს. კიდევ 1 მოთამაშე ვისი შეძენაც ნაეპოლეტანელთა ახალ დამრიგებელს მოუწადინებია დავიდ ლუიზია. წინა 2 მოთამაშის მსგავსად მწვრთნელს მასთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

ჩვენ მიერ ნახსენები სამივე ფეხბურთელს წყალი აქვს შეყენებული და დიდი ალბათობით ისინი ამჟამინდელ გუნდებს დატოვებენ.