ნეიმარი უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ

296

“პარი სენ-ჟერმენისა“ და ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ვარსკვლავის სარეაბილიტაციო პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

26 წლის ნეიმარი თებერვლის მერე მინდორზე გასვლას ტრავმის გამო ვერ ახერხებს, თუმცა სავარაუდოა, რომ იგი მზად იქნება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

ბრაზილიის ნაკრების ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა ფაბიო მასჰერეჯანმა განაცხადა, რომ მოთამაშის აღდგენითი პროცესი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს:

“ნეიმარის სარეაბილიტაციო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. რთულია ამის შეფასება პროცენტულად – ყოველთვის გინდა, ზუსტი იყო. არ ვიცით, რა მდგომარეობა იქნება, მაგრამ მისი აღდგენითი პროცესი უფრო სწრაფად მიდის, ვიდრე მოსალოდნელი იყო,“ – ციტირებს მწვრთნელს AS-ი.