უეფამ ევრო 2020 ევროპის 12 ქალაქზე გაანაწილა

274

უეფას აღმასკომის სხდომაზე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფების შეხვედრების მასპინძელი ქალაქები გაირკვა.

კონტინენტის მომავალი პირველობა, რომლის ფინალურ სტადიაზე კვლავაც 24 ნაკრები იბრძოლებს, ისტორიაში პირველად უეფას 12 წევრი ქვეყნის 12 ქალაქში გაიმართება. ტურნირის მატჩები რომში, ბაქოში, სანკტ პეტერბურგში, კოპენჰაგენში, ამსტერდამში, ბუქარესტში, ლონდონში, გლაზგოში, ბილბაოში, დუბლინში, მიუნხენსა და ბუდაპეშტი გაიმართება.

ევრო 2020-ის ნახევარფინალებსა (7 და 8 ივლისი) და ფინალს (12 ივლისი) ლონდონი, “უემბლის” სტადიონი უმასპინძლებს.

¼-ფინალურ შეხვედრებს სანკტ-პეტერბურგი, მიუნხენი (ორივე 3 ივლისს), რომი და ბაქო (ორივე 4 ივლისს) მიიღებენ.

⅛-ფინალური მატჩები ამსტერდამში, ლონდონში (ორივე 27 ივნისს), ბილბაოში, ბუდაპეშტში (ორივე 28 ივნისს), კოპენჰაგენში, ბუქარესტში (29 ივნისს), გლაზგოსა და დუბლინში (ორივე 30 ივნისს) გაიმართება.

მანამდე ევროპის 12-ივე ქალაქი ჯგუფური ეტაპის 3-3 თამაშის მასპინძელი იქნება, ევრო 2020-ის გახსნის მატჩი კი 12 ივნისს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 24 ივნისს დასრულდება.

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2019 წლის დეკემბერში ჩატარდება.

წყარო: popsport.com