5 ფეხბურთელი, რომელიც “რეალმა” ნეიმარის ნაცვლად შეიძლება შეიძინოს

519

მას მერე, რაც 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ნეიმარმა ბარსელონა დატოვა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხა-222 მილიონ ევროდ პსჟ-ში გადაბარგდა, გაჩნდა ჭორები, რომ  ბრაზილიელი თავდამსხმელი მომდევნო სეზონში კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებდა.

მას მერე, ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ნეიმარის ოჯახის წევრებთან და სხვა წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებდა და კონტრაქტის ძირითადი დეტალებიც შეთანხმებული იყო, თუმცა ამ დროისთვის ზუსტი გადაწყვეტილება 25 წლის ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით ცნობილი არაა.

ცხადია, ლოსბკლანკოსს ნეიმარის სანაცვლოდ სხვა ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელის შეძენა შეუძლია. გთავაზობთ 5 შემტევს, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა მომავალი სეზონიდან რეალის შემადგენლობაში ვიხილოთ.

5. ჩირო იმობილე 

ჩიროს შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა, ის იტალიის სერია ა-ს 2017/18 წლების სეზონის ბომბარდირი 29 გოლითა და 10 საგოლე პასით გახდა.

მთლიანობაში იტალიელმა თავდამსხმელმა 48 შეხვედრაში 41 გოლი  გაიტანა.

28 წლის ფეხბურთელის ღირებულება ამ მომენტისთვის 45 მილიონ ევროს უდრის, ხოლო მისი კონტრაქტი ლაციოსთან 2022 წლის 30 ივლისამდე ძალაშია.

იმობილეს ლა ლიგაში აქამდეც უმუშავია, ის დორტმუნდის ბორუსიადან სევილიაში იყო განათხოვრებული.

4. ნაბილ ფეკირი

ლიონის კაპიტანს მანამ სანამ ტრავმას მიიღებდა, ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა,  საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს, ახლახანს დასრულებულ სეზონში ნათამაშებ 40 მატჩში 23 გოლის გატანა შეძლო.

ლიონის 24 წლის კაპიტანს მისი გოლის ალღოსა და თამაშის სტილით ხშირად სწორედ ნეიმარს ადარებენ.

იმ შემთხვევაში, თუ რეალი ფეხბურთელის შეძენას გადაწყვეტს, მას მინიმუმ 45 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ფეკირისა და ოლიმპიკის თანამშრომლობის ხელშეკრულება კიდევ 2 წლით მოქმედებს.

3. მოჰამედ სალაჰი

ბევრი წლის განმავლობაში მრავალი ფეხბურთელი ცდილობს შეედაროს ლეო მესის ან კრიშტიანუ რონალდუს, თუმცა პირველი მათგანი, რომელმაც ამ ორ უდიდეს მოთამაშეს შორის რეალურად ჩადომა და საკუთარი შესაძლებლობების ღიად წარმოჩენა შეძლო, მოჰამედ სლაჰია.

ლივერპულის შემტევი ნახევარმცველი კლუბისთვის 2017/18 წლების სეზონში საუკეთესო შენაძენი აღმოჩნდა.

ეგვიპტელმა პრემიერლიგის ოქროს ბუცის მოგება, 32 გოლით პრემიერლიგის რეკორდის დამყარება და არაერთი სხვა ინდივიდუალური ჯილდოს მიღება შეძლო.

გარდა ყველა ტურნირზე ნათამაშებ  51 მატჩში გატანილი 44 გოლისა, 25 წლის ფეხბურთელმა 3 ათეული წლის შემდეგ ეგვიპტის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანა შეძლო.

აწ უკვე დასრულებულ სეზონში, სალაჰმა ისეთ გოლეადორებს აჯობა, როგორებიც კრიშტიანუ რონადლუ, ლუის სუარესი და ჰარი კეინი არიან.

აქამდე კლუბებს შორის გარკევული მოლაპარაკებაც წარმოებდა, რომლის შედეგადაც მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს 240 მილიონი და +ქარიმ ბენზემას გაცვლა მოსთხოვეს.

სალაჰის კონტრაქტი 2022 წლამდე მოქმედებს.

2. ჰარი კეინი

მას მერე, , რაც ხალხი ჰარი კეინს „ერთი სეზონის ფეხბურთელს“ უწოდებდა, დიდი დრო გავიდა. ინგლისელი თავდამსხმელი პრემიერლიგაში სტაბილურად ბომბარდირთა დავაში წამყვან პოზიციებს იკავებს და ეროვნული გუნდის ლიდერადაც იქცა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, კეინმა პრემიერლიგის ოქროს ბუცი 2-ჯერ მოიგო, ერთხელ კი მეორე ადგილს დასჯერდა.

ტოტენჰემ ჰოტსპურსის თავდამსხმელი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და რომლის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს აღემატება, გასულ სეზონში 50 შეხვედრაში 43 გოლით გამოირჩა.

24 წლის ფეხბურთელი დღეს მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად ყალიბდება.

გეტყვით იმას, რომ არსებობს შანსი, კლუბებს შორის შეთანხმება შედგეს და სამეფო კლუბმა ლუკა მოდრიჩი ყოფილ გუნდს დაუბრუნოს. გარდა ხორვატი ნახევარმცველისა, რეალს რამდენიმე ათეული მილიონი ევროს დამატებაც მოუწევს.

1. ედენ აზარი

ედენ აზარისა და მადრიდის რეალის სატრანსფერო საგა კულმინაციას აღწევს. უკვე ხანგრძლივი პერიოდია, რაც ზინედინ ზიდანი ბელგიელი ფეხბურთელით ინტერესდება. ამასთან, ჩელსის ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის შემდეგ კლუბის დატოვების სურვილი 27 წლის შემტევსაც აქვს.

გასულ სეზონში არისტოკრატების გამთამაშებელმა ყველა ტურნირზე 52 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა, 13 საგოლე გადაცემა მოაგროვა და კლუბის მთავარი ლიდერი გახლდათ.

აზარს ბელგიის ნაკრებთან ერთად მუნდიალი ელის, რის შემდეგაც საკლუბო კარიერაში დიდი ალბათობით ცვლილებების განხორციელება მოუწევს.

აზარი, რომლიც ლურჯების შემადგენლობაში 6 წელია ირიცხება, კლუბს კიდევ 2 წლით უკავშირდება. მისი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროდან იწყება.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ რეალი ნებისმიერ შემთხვევაში სატრასნფერო იარაღად ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილის გამოყენებას შეეცდება…

leadersport.ge