ბალაკი “ჩელსიში“ ბრუნდება?

369

ლონდონური კლუბი თავის ყოფილ შუახაზელ მიხაელ ბალაკის დაბრუნებას ცდილობს, ამის შესახებ Evening Standard-ი იუწყება. “ჩელსის” ხელმძღვანელობა მიხაელს სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატურად განიხილავს.

ბალაკი “სტემფორდ ბრიჯზე“ 2006-10 წლებში ასპარეზობდა. “ლურჯებთან“ ერთად მან ორ-ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი, ასევე, გაიმარჯვა ინგლისის ლიგის თასზე და გავიდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

კარიერის დასრულების მერე, 2012 წელს, ბალაკი სატელევიზიო საქმიანობას შეუდგა, ახლა კი, 41 წლის გერმანელს ახალი გამოწვევა, შესაძლოა, ყოფილმა კლუბმა შესთავაზოს.

წყაროს ინფორმაციით, “ლურჯებმა“ ბალაკი კლუბის ახალი სპორტული დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატთა შორის შეიყვანეს. მიხაელთან ერთად, სამუშაო ადგილის მიღებისთვის იბრძვიან ჟულიანო ბელეტი და ლუის კომპოსი.